ევაკუაცია მოსკოვში: სავაჭრო ცენტრებიდან და თეატრებიდან 16 000-მდე ადამიანი გამოიყვანეს

ევაკუაცია მოსკოვში: სავაჭრო ცენტრებიდან და თეატრებიდან 16 000-მდე ადამიანი გამოიყვანეს

მოსკოვის დიდი თეატრიდან მოსალოდნელი აფეთქების შესახებ ანონიმური ზარის საფუძველზე, 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. თეატრის ბეთჰოვენის დარბაზში საღამოს კონცერტი გაუქმდა.

გარდა ამისა, 2800 ადამიანის ევაკუაცია მოსკოვის სავაჭრო ცენტრ "გუმ"-იდანაც განხორციელდა; სასტუმრო "მეტროპოლი" კი ორი ათასზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს.

დღესვე მოსკოვში ხალხის ევაკუაცია განხორციელდა კინოთეატრებიდან და სხვა სავაჭრო ცენტრებიდან. მათ შორის "ევროპეისკიდან" და "დისკონტიდან" 11 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

სააგენტოს ინფორმაციით, სატელეფონო ტერორიზმის ტალღა რუსეთში 11 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ რუსეთის სხვადასხვა დაწესებულებიდან, მთლიანობაში, 1,4 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"