დონალდ ტრამპმა ტოკიოში იაპონური კერძების ჭამაზე უარი თქვა

დონალდ ტრამპმა ტოკიოში იაპონური კერძების ჭამაზე უარი თქვა

იაპონური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, თუმცა ტოკიოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი დონალდ ტრამპის მოხიბვლა ეროვნული კერძებით, როგორც ჩანს, ვერ შეძლეს. აშშ-ს პრეზიდენტი მხოლოდ ამერიკულ საჭმელს მიირთმევს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შინზო აბესთან გამართულ ლანჩზე ტრადიცია დაირღვა და იაპონური რამენის ნაცვლად ტრამპს ჰამბურგერი მიართვეს.

ტრამპის უარი იაპონურ კერძებზე სიურპრიზი არავისთვის აღმოჩნდა. წიგნში Lost Tycoon: The Many Lives of Donald J Trump წერია, რომ 1990 წელს ტრამპმა ტოკიოში ვიზიტისას სასტიკი უარი განაცხადა ”საზიზღარი, უმი თევზის” ჭამაზე, სანაცვლოდ კი ”მაკდონალდსის” ჰამბურგერები მიირთვა.

იაპონიის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი კორეას, ვიეტნამსა და ფილიპინებს ეწვევა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"