დონალდ ტრამპის 6 წლის შვილიშვილი ჩინეთში მისი საუკეთესო დიპლომატია

დონალდ ტრამპის 6 წლის შვილიშვილი ჩინეთში მისი საუკეთესო დიპლომატია

არაბელა კუშნერი ჯერ მხოლოდ 6 წლის არის, თუმცა ახერხებს, ჩინეთში მისი ბაბუის, დონალდ ტრამპის საუკეთესო დიპლომატი იყოს.

 

აშშ-ს პრეზიდენტმა შვილიშვილის ვიდეო, რომელიც არაბელამ  სპეციალურად ჩინეთის პრეზიდენტისთვის გადაიღო, ჩინეთში ჩაიტანა.

ჩანაწერში, რომელიც მოგვიანებით ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, არაბელა სინ ძინპინსა და მის ცოლს ჩინურად ესალმება, შემდეგ კი - ჩინურ სიმღერას ასრულებს.

მედიის ინფორმაციით, ძინპინს არაბელას მისალმება ძალიან მოეწონა და იმედი გამოთქვა, რომ გოგონა ჩინეთს მალე ესტუმრება.

6 წლის არაბელამ პრეზიდენტის გარდა სოციალური ქსელების მომხმარებლებიც მოხიბლა. ისინი ივანკა ტრამპის ქალიშვილს ჩინურ მეტყველებას უწონებენ.

ივანკას ინფორმაციით, არაბელამ ჩინური ჩინელი ძიძისგან ისწავლა, რომელიც საკუთარ მშობლიურ ენას ბავშვს 1 წლის ასაკიდან ასწავლის.

მომზადებულია mashable.com-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"