რუსეთში ცხრასართულიანი კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოიშალა

რუსეთში ცხრასართულიანი კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოიშალა

რუსეთში, ქალაქ იჟევსკში ცხრასართულიანი კორპუსის ერთი ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ნანგრევებიდან ორი ადამიანი უკვე ამოიყვანეს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. შესაძლებელია, რომ ნანგრევებში კიდევ იყვნენ ადამიანები მოყოლილი.

შემთხვევა უდმურტის ქუჩის # 261 კორპუსში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ბუნებრივი გაზის აფეთქებაა.

ნახეთ: პირდაპირი ეთერი რუსეთიდან, სადაც 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"