დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა არ შედგება

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა არ შედგება

აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა არ შედგება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სააგენტოს თეთრ სახლში განუცხადეს, აშშ-ს პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე შეხვედრა არ შედგება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდებოდნენ. თუმცა, ეს განცხადება არ დაადასტურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა. მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა იმ შემთხვევაში შედგება თუ არსებითად განსახილველი საკითხები იქნება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"