საიდან გაჩნდა ოფშორები და ვინ იყო დიქტატორი, რომელმაც "ხაზინის-მჭამელთა სამოთხეში" 5 მილიარდი დააგროვა

საიდან გაჩნდა ოფშორები და ვინ იყო დიქტატორი, რომელმაც "ხაზინის-მჭამელთა სამოთხეში" 5 მილიარდი დააგროვა

გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, გერმანიიდან დიდი ოდენობით კაპიტალი გაედინებოდა და ფულის დიდი ნაწილი მეზობელ შვეიცარიაში ილექებოდა. გერმანიის ხელისუფლება ცდილობდა ამ პროექტისთვის ხელის შეშლას, მაგრამ კანონდამრღვევებს რეგულაციები არ აშინებდათ. ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ რაიხსტაგმა მიიღო კანონი გერმანიის ეკონომიკის ღალატის შესახებ. ის ყველა გერმანელსა და გერმანიაში მცხოვრებ უცხოელს ავალდებულებდა უცხოეთის ბანკებში ფულადი ანგარიშების დეკლარირებასა და რეგისტრაციას. კანონის შეუსრულებლობა მკაცრად - პატიმრობით ისჯებოდა. რა თქმა უნდა, შვეიცარიელ ბანკირებს ეს ხელს არ აძლევდათ და 1934 წელს შვეიცარიაში მიიღეს კანონი საბანკო საიდუმლოების შესახებ - ბანკებს არ ჰქონდათ უფლება, მათი კლიენტების ვინაობა და შენატანის მოცულობა გაემხილათ. ბანკის თანამშრომლები ვალდებული იყვნენ, საიდუმლო კლიენტების შესახებ სამსახურიდან წასვლის შემდეგაც შეენახათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხე ემუქრებოდათ. ასე გაჩნდა პირველი ლეგალური მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იყო საგულდაგულოდ დაგემალა ფული, მისი წარმომავლობის მიუხედავად. იმავდროულად იქმნებოდა ამ ფულის სარფიანად განკარგვის მექანიზმიც - ცნობილი, როგორც "საგადასახადო სავანე".

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაბალი გადასახადებით იზიდავდა ქვეყანაში კაპიტალს, კვლავაც შვეიცარია იყო. 1930 წელს ბერმუდის კუნძულებზე მიიღეს კანონი უცხოური კომპანიების რეგისტრაციის გამარტივების შესახებ. 50-იანი წლების ბოლოს უკვე ოფშორის ცნება გაჩნდა, 60-იან წლებში კი

მსოფლიოში ე.წ. ოფშორული იურისდიქციების მთელი ქსელი განვითარდა. ლუქსემბურგი, კაიმანის კუნძულები, სინგაპური, მენის კუნძული, კონფიდენციალურ საბანკო მომსახურებასთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებსაც სთავაზობდნენ. მოკლედ, გაჩნდა მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მარტივად გაძლევდა შესაძლებლობას, ოფშორულ ბანკებში დიდძალი ფული შეგენახა, მიუხედავად მისი წარმომავლობისა. აქვე ამ ფულით შეიძლებოდა კომპანიის ან კომპანიების დაფუძნება და მათი მეშვეობით უკვე "პატიოსნად" ბიზნესის კეთება ნებისმიერ ქვეყანაში. კანონდარღვევისა და მომხვეჭელობისკენ მიდრეკილ ადამიანებს ეს დიდ პერსპექტივებს უქადდა. ისტორია ცხადყოფს, რომ ასეთი სქემით ძირითადად ბიუჯეტიპარია ხელისუფალნი მოქმედებდნენ.

ხაზინის-მჭამელთა სამოთხე

დიქტატორი, ოდიოზური ფიგურა ჟოზეფ-დეზირე მობუტუ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებაში 1965 წელს მოვიდა და ქვეყანა უნიტარულ სახელმწიფოდ აქცია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის და მისი გარემოცვა ძალიან სწრაფად მდიდრდებოდა. მობუტუ ყოველწლიურად იტაცებდა ქვეყნის ცენტრალური ბანკიდან $50-$70 მილიონს და ოფშორებში გადაჰქონდა... განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"