140 გარდაცვლილი და ასობით დაშავებული - დამანგრეველი მიწისძვრა ახლო აღმოსავლეთში

140 გარდაცვლილი და ასობით დაშავებული - დამანგრეველი მიწისძვრა ახლო აღმოსავლეთში

ერაყისა და ირანის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, "ბიბისის" ინფორმაციით, სიმძლავრემ 7.3 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 140 ადამიანი გარდაიცვალა.

ირანის კერმანშაჰის პროვინციაში სულ მცირე 129 ადამიანია გარდაცვლილი. ექვსზე მეტ დაღუპულზე საუბრობს ერაყის მედია, მსხვერპლი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

მიწისძვრას პანიკა მოჰყვა, ავთერშოკების მოლოდინში ხალხი ქუჩაში გამოვიდა.

ყველაზე დიდი მსხვერპლი საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებშია, მძიმედ დაზიანდა საავადმყოფოები,სახლები, ექიმებს არ აქვთ საშუალება, ასობით დაშავებულს სათანადო მკურნალობა ჩაუტარონ.

მიწისძვრა იმდენად მძლავრი იყო, რომ ბიძგები თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითშიც იგრძნეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"