რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში მცირე ზომის თვითმფრინავ L-410-ის ჩამოვარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილზე შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

"7 ადამიანი დაიღუპა, გადარჩა 3 წლის ბავშვი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი", - განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

სულ თვითმფრინავის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.

მაშველების ინფორმაციით, "ხაბაროვსკის ავიახაზების" თვითმფრინავი ხაბაროვსკიდან დაბა ნელკანში მიფრინავდა. "მან ასაფრენ ბილიკამდე ვერ მიაღწია და ხისტი დაშვება განახორციელა. თვითმფრინავის კორპუსი განადგურებულია, აფეთქება ან ხანძარი არ ყოფილა", - აღნიშნავენ უწყებაში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"