ჩრდილოეთ კორეამ დონალდ ტრამპს ”სიკვდილი მიუსაჯა”

ჩრდილოეთ კორეამ დონალდ ტრამპს ”სიკვდილი  მიუსაჯა”

ჩრდილო კორეელმა ხალხმა დონალდ ტრამპს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო გაზეთშია ნათქვამი.

განცხადების მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტმა აზიაში ყოფნის დროს ჩრდილოეთ კორეას შეურაცხყოფა მიაყენა და ”ბოროტ დიქტატურად” მოიხსენია, ამიტომ ის სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

”ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ტრამპს არასოდეს ეპატიება არის ის, რომ მან შეურაცხყო უზენაესი ხელისუფლების ღირსება. აშშ-ს პრეზიდენტი არის საზარელი დამნაშავე და კორეელმა ხალხმა ის სიკვდილით უნდა დასაჯოს!” - აღნიშნულია მმართველი პარტიის გაზეთში Rodong Sinmun.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"