ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდება

ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდება

ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდება. ქვეყანაში გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა 61,6%-მა ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინების დაკანონებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ავსტრალიის სტატისტიკის ბიურო იუწყება.

რეფერენდუმს სავალდებულო ძალა არ ჰქონია, მაგრამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ შობის დღესასწაულამდე კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შევა.

"მილიონობით ავსტრალიელმა საკუთარი აზრი დააფიქსირა და ხმათა უდიდესი უმრავლესობით ქორწინების საკითხში თანასწორობას დაუჭირა მხარი. მათ განუცხადეს "კი" სამართლიანობას, მეუღლეებს შორის ერთგულებას და სიყვარულს. ახლა დადგა დრო, როდესაც ჩვენ, ავსტრალიის პარლამენტმა, ჩვენი საქმე გავაკეთოთ", - განაცხადა ტერნბულმა.

რეფერენდუმზე ხმის მიცემა ფოსტის საშუალებით მიმდინარეობდა და 8 კვირა გაგრძელდა. რეფერენდუმში მონაწილეობა 12,7 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 79,5%-ს შეადგენს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"