ზიმბაბვეს პრეზიდენტი შინაპატიმრობაშია

ზიმბაბვეს პრეზიდენტი შინაპატიმრობაშია

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, რობერტ მუგაბემ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმასთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ შინაპატიმრობაშია. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკული საინფორმაციო პორტალი News24 იუწყება.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის განცხადებით, მან ზიმბაბვეში თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრები გააგზავნა, რათა რობერტ მუგაბესა და სამხედროებს შეხვდნენ.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ზიმბაბვეს სამხედროებმა მძევლად აიყვანეს ქვეყნის პრეზიდენტი მუგაბე და მისი დაცვის წევრები.

ნოემბრის დასაწყისში 93 წლის რობერტ მუგაბემ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი მოადგილე, ემერსონ მნანგაგვა, რომელიც მის სავარაუდო მემკვიდრედ ითვლებოდა. ორშაბათს კი ზიმბაბვეს გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა კონსტანტინ ჩივენგამ პრეზიდენტს მოუწოდა შეეწყვიტა წმენდა მმართველ პარტიაში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"