კიევში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ყაჩაღური თავდასხმა ბრალდებათ

კიევში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ყაჩაღური თავდასხმა ბრალდებათ

კიევის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებმაც უკრაინის დედაქალაქში ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს.

როგორც კიევის ეროვნული პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშენკომ განაცხადა, დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე.

მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფის წევრებმა ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს და ჩანთა წაართვეს, რომელშიც დიდი ოდენობით ფული იდო. ისინი დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში დააკავეს.

დაკავებისას მათ ამოუღეს იარაღი. გამოძიება მუშაობს ამ ჯგუფის მიერ სხვა ანალოგიური დანაშაულის ჩადენის ფაქტების დადგენაზე.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"