აზერბაიჯანში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, რვა კი დაზიანდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ეპიცენტრი ქალაქებში: ბარდასა და გეიჩაიში იყო. საცხოვრებელი სახლების დაზიანების გარდა მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიის ზონაში მუშაობენ მაშველთა ჯგუფები. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 140 კილომეტრის დაშორებით მოხდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს. მიწისძვრა აზერბაიჯანის დროით, 23:50 საათზე დაფიქსირდა. ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.