აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპის ქვეყნებში მიმავალ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპის ქვეყნებში მიმავალ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდში, ტერორისტული აქტების განხორციელების გაზრდილ საფრთხეზე გააფრთხილა.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"აშშ-ის მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ევროპის ქვეყნებში სადღესასწაულო ფესტივალებზე ან სხვა ღონისძიებებზე ყოფნისას. ახლახან მომხდარი ინციდენტები საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში და ფინეთში ცხადყოფენ, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" და "ალ-ქაედას", ასევე მათ თანამზრახველებს შეუძლიათ ევროპაში ტერაქტების დაგეგმვა და განხორციელება. აშშ-ის მოქალაქეებმა მუდმივად უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე", - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ტერორისტები და ექსტრემისტები თავდასხმის ობიექტად ხშირად ირჩევენ დიდ მაღაზიებს, სატრანსპორტო კვანძებს და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"