ყველაზე მაღალი ხელფასი ტრამპის თანაშემწეებს შორის - ჰოუპ ჰიქსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია

ყველაზე მაღალი ხელფასი ტრამპის თანაშემწეებს შორის - ჰოუპ ჰიქსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია

იმის მიუხედავად, რომ ჰოუპ ჰიქსი დონალდ ტრამპთან ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდიდან მუშაობს, მსოფლიოსთვის შესამჩნევი აშშ-ს პრეზიდენტის აზიაში ვიზიტის დროს გახდა. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი იაპონიაში შავი პიჯაკით და ბაფთით გამოჩნდა და თვით მელანია ტრამპიც კი დაჩრდილა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ლამაზი, ახალგაზრდა ქალის ვინაობით მაშინვე დაინტერესდნენ.

”ბიზნეს ინსაიდერი” წერს, რომ ჰიქსი და მისი და, მერი გრეისი წარმატებული მოდელები იყვნენ მოზარდობისას. ჰოუპი მონაწილეობდა რალფ ლორენის ჩვენებებში და გამოჩნდა ჟურნალის It Girl გარეკანზე.

პირველად დონალდ ტრამპს 2012 წელს შეხვდა, როდესაც ივანკა ტრამპის მოდის ხაზისთვის მუშაობდა. ჰიქსმა აშშ-ს მომავალ პრეზიდენტის ნდობა მასთან შეხვედრიდან მოკლე პერიოდში მოიპოვა.

2015 წელს ტრამპი ჰიქსს ტრამპ თაუერის 26-ე სართულზე შეხვდა და განუცხადა, რომ მის წინასაარჩევნო კამპანიაში უნდა ჩაბმულიყო. ჰოუპს პოლიტიკაში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა პიარში მუშაობა მისი ოჯახის არცერთი წევრისთვის უცხო არ არის - ორივე ბაბუა პიარის სპეციალისტია, მისი მამა, პოლი კი კომპანიის NFL აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ივნისში თეთრმა სახლმა გაასაჯაროა 337 თანამშრომლის ხელფასი. ამ მონაცემების მიხედვით, ჰიქსის ანაზღაურება ტრამპის თანაშემწეებს შორის ყველაზე მაღალია და  179,700 დოლარს შეადგენს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"