19 წლის მოდელმა ქალწულობა 3.9 მილიონ დოლარად გაყიდა

19 წლის მოდელმა ქალწულობა 3.9 მილიონ დოლარად გაყიდა

19 წლის ამერიკელი მოდელი, სახელად ჟიზელი ირწმუნება, რომ ქალწულობა 3.9 მილიონ დოლარად გაყიდა. "აუქციონი" გერმანულ ვებ-საიტზე Cinderella Escorts გაიმართა. "მყიდველი" აბუდაბელი ბიზნესმენია, რომელმაც ჟიზელში 2,5 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც დაახლოებით 3.87 მილიონი დოლარია.

ამასთან დაკავშირებით საიტმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ აუქციონს მეორე ყველაზე მაღალი ფასი "ჰოლივუდის მსახიობმა" შესთავაზა, რომლის სახელიც არ ხმაურდება. თუმცა აბუდაბელი ბიზნესმენის ფასმა გაიმარჯვა.

19 წლის მოდელი ამ ფაქტს "ახდენილ ოცნებას" უწოდებს. "ნებისმიერ ქალს შეუძლია თავისით გადაწყვიტოს, უფასოდ გასცეს ქალწულობა ბოიფრენდზე, რომელსაც შესაძლოა მომავალში დაშორდეს, თუ გაყიდოს ის. მე მივიღე გადაწყვეტილება და ეს საშუალებას მომცემს, ვისწავლო სადაც მომინდება, ვიყიდო ახალი სახლი და ვიმოგზაურო მსოფლიოს გარშემო. ეს თანხა მე უამრავ შესაძლებლობას მომცემს" - ამბობს ჟიზელი.

აუქციონის საიტის მფლობელი, 27 წლის გერმანელი იან ზაკობიელსკია. როგორც ის ამბობს, საიტზე მსოფლიოს უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი გოგონას ვიდეოა განთავსებული, რომლებიც განმარტავენ მიზეზებს, თუ რატომ ყიდიან ქალწულობას. საიტზე არიან გოგონები ავსტრალიიდან, ევროპის, აზიის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან, ასევე არაბული სამყაროს ქვეყნებიდან.

"ჟიზელის აუქციონმა გვაჩვენა, თუ რა დიდი მოთხოვნაა მსოფლიოში ქალწულებზე. აუქციონში მონაწილეობა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მდიდარმა ადამიანებმა მიიღეს" - ამბობს საიტის წარმომადგენელი.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე