აფეთქება ბელგიაში - არიან გარდაცვლილი და დაშავებულები

აფეთქება ბელგიაში - არიან გარდაცვლილი და დაშავებულები

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა ბელგიის ქალაქ გენტში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

აფეთქება კომპანია "ArcelorMittal"-ის ქარხანაში მოხდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა ერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირეს, ორი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქარხნიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო ინფორმაციით, ინციდენტი ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება. ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვა არ მომხდარა.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"