რამზან კადიროვი: "სტალინის ნეშტი საქართველოს გადავცეთ, რომ მის სამშობლოში დაასაფლავონ"

რამზან კადიროვი: "სტალინის ნეშტი საქართველოს გადავცეთ, რომ მის სამშობლოში დაასაფლავონ"

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ კრემლის კედელთან დასაფლავებული იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა გადაიტანონ, "რათა რუსეთის მილიონობით მცხოვრებმა თავისუფლად ამოისუნთქოს".

ამის შესახებ რამზან კადიროვმა სააგენტო "ინტერფაქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"რაც შეეხება სტალინის ნეშტს, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და საქართველოს გადავცეთ ის, რათა მის სამშობლოში დაასაფლავონ", - აღნიშნა კადიროვმა.

მისი თქმით, ვინაიდან საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, "ლოგიკური და სამართლიანი იქნება თუ საქართველო შესაძლებლობას მიიღებს, ის თავის ტერიტორიაზე დაასაფლავოს".

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"