შიმშილი, გაუპატიურება, ბინძური საწოლები - რა ხდება ჩრდილოეთ კორეის ჯარში

შიმშილი, გაუპატიურება, ბინძური საწოლები - რა ხდება ჩრდილოეთ კორეის ჯარში

ჩრდილოეთ კორეელი ყოფილი სამხედრო ქალი ამბობს, რომ ჯარში სასტიკი პირობებია, განსაკუთრებით - ქალებისთვის.

თითქმის 10 წლის განმავლობაში ლი სო იონს ათობით სხვა ქალთან ერთად პატარა ოთახში ეძინა. თითოეულ მათგანს გამოყოფილი ჰქონდა მცირე ზომის უჯრა, სადაც სამხედრო ფორმას ინახავდნენ. კომოდზე ორი სურათი იდგა ჩარჩოთი, ერთი - ჩრდილო კორეის დამაარსებლის კიმ ილ-სუნგის, მეორე კი ქვეყნის ახლანდელი მმართველის, კიმ ჩენ ინის.

კარი ლი სო იონმა ჯარი 10 წელზე მეტია, დატოვა, თუმცა ძალიან ცხადი მოგონებები დღემდე აქვს შემორჩენილი.

”მატრასები, რომელზეც გვეძინა, ბრინჯის ნარჩენებისგან იყო შეკერილი და საშინელი სუნი ასდიოდა, რადგან არასოდეს ირეცხებოდა.

ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ გადასატანი მომენტი ისიც იყო, რომ არ შეგვეძლო ნორმალურად ბანაობა. ჯარში არ არის ცხელი წყალი. მდინარის წყალზე აერთებდნენ ხოლმე შლანგს და ასე, ცივი წყლით გვიწევდა ბანაობა. ხშირად კი წყალს გველები და ბაყაყები მოჰყვებოდა,”-ამბობს ყოფილი სამხედრო.

უნივერსიტეტის პროფესორის შვილი სო იონი ახლა 41 წლისაა, ის ქვეყნის ჩრდილოეთით გაიზარდა. მისი ოჯახის წევრი მამაკაცები ასევე ჯარისკაცები იყვნენ. 1990-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში შიმშილი დაიწყო, გადაწყვიტა, თავადაც წასულიყო ჯარში, იმედით, რომ ყოველ დღე ექნებოდა გარანტირებული საკვების ულუფა. მის მსგავსად ჩრდილოეთ კორეაში ათასობით ახალგაზრდა ქალმა მიიღო გადაწყვეტილება.

რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, BBC წერს, რომ ინფორმაციას ვერავინ ადასტურებს, რადგან ყველა ქალი, რომელიც ჯარში მსახურობდა, ამბობს, რომ აუპატიურებდნენ ბევრ ქალს, თუმცა საკუთარ თავზე ძალადობას არ ადასტურებს.

ლი სო იონიც ყვება, რომ ის არასოდეს გაუუპატიურებიათ, თუმცა ჯარში მსახურობის დროს 1992 წლიდან 2001 წლამდე ბევრი მისი მეგობარი გააუპატიურეს.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

ბელარუსი ერთთვიანი პროტესტის შემდეგ: მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" არ მიდის, მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემია - თუ ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?

Der Spiegel : ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მას საუბარი უკვე შეუძლია

აშშ-ის დასავლეთ ნაწილში უპრეცედენტო ხანძარი მძვინვარებს - კვამლის გამო სან-ფრანცისკოს რეგიონში ცამ ნარინჯისფერი შეფერილობა მიიღო