საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან დეპორტაციას რადას უფლებამდამცველი ეხმაურება

საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან დეპორტაციას რადას უფლებამდამცველი ეხმაურება

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უკრაინის რადას წარმომადგენლის, ვალერიას ლუტკოვსკაიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან გაძევება კანონმდებლობისა და ევროპული კონვენციების დარღვევით განხორციელდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლუტკოვსკაიას განცხადებით, საქმის წარმოება დაიწყო 21 ოქტომბერსა და 17 ნოემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

მისი თქმით, 21 ოქტომბერს ოპერაცია „მიგრანტის“ დროს, პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებიც კიევში სამიგრაციო კანონმდებლობის დარღვევით იმყოფებოდნენ.

„სავარაუდოდ, ესენი იყვნენ აბზიანიძე, მაყიშვილი და არბაშვილი. არ არსებობს დადასტურება, რომ საიმიგრაციო სამსახურმა ეს მოქალაქეები ქვეყნის დატოვების შესახებ გააფრთხილა“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

მისი თქმით, 21 ოქტომბერს დაკავებულები საქართველოში იმ თვითმფრინავით გააძევეს, რომელიც სამართალდამცველი ორგანოების საკუთრებაშია.

„იძულებით გაძევების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, სასამართლოში გასაჩივრდეს, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა ამ ადამიანებს არ მისცეს, რაც დარღვევაა“, - განაცხადა ლუტოვსკაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ დაკავებულებს არც ადვოკატისა და თარჯიმნის მომსახურების გამოყენების საშუალებაც არ მისცეს.

„მათ უკრაინაში შემოსვლა 3 წლის ვადით აეკრძალათ. დარღვეულია ევროპის კონვენციის მე-5 მუხლი“, - აღნიშნა მან.

ლუტოვსკაიამ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით რეაქციას გენერალური პროკურატურისგან მოითხოვს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"