უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა

უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა

უკრაინელმა დეპუტატმა, „რადიკალური პარტიის“ წევრმა იგორ მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა. შემთხვევა უკრაინული ტელეარხ NewsOne-ის ეთერში, გადაცემა „უკრაინული ფორმატის“ ჩაწერის დროს მოხდა.

იგორ მოსიჩუკმა ჰკითხა სააკაშვილს, უჭერს თუ არა ის მხარს უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერ სტეპან ბანდერას, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ „უკრაინას უჭერს მხარს“.

„ბანდერა რომ ცოცხალი ყოფილიყო, პირველ რიგში ის კორუფციონერებს გაანადგურებდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაემართა.

„თქვენ კორუფციონერი ხართ. საქართველოში კორუფციით იყავით დაკავებული და ამის გამო თქვენ გდევნიან“, - განაცხადა „რადიკალური პარტიის“ წევრმა.

სააკაშვილთან მისვლაში ხელი მას გადაცემის წამყვანმა შეუშალა.

იხილეთ ვიდეო: უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის ცემა ყავარჯნით სცადა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"