როგორ მოახერხა ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა ჯარისკაცმა - ინტერნეტში კადრები ვრცელდება

როგორ მოახერხა ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა ჯარისკაცმა - ინტერნეტში კადრები ვრცელდება

ინტერნეტით ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორც ცდილობს ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევას სამხედრო პირი.

კადრებში ჩანს, რომ თავდაპირველად ჯარისკაცმა სცადა, სწრაფად მისულიყო საზღვარზე მანქანით, მას ჩრდილოკორეელი მესაზღრეები დაედევნენ. ჯარისკაცი მანქანიდან გადმოხტა და საზღვრისკენ სირბილით გააგრძელა გზა. მესაზღვრეებმა მისი მისამართით ცეცხლი გახსნეს.

ჯარისკაცს ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა მიაყენეს. ინფრაწითელმა კამერებმა დააფიქსირეს, როგორ მივიდნენ გაქცეულ ჯარისკაცამდე სამხრეთ კორეელი სამხედროები.

ჩანაწერი 13 ნოემბერს არის გაკეთებული. ჯარისკაცი სეულის კლინიკაში გადაიყვანეს, მისი გადარჩენა მოხერხდა.

იხილეთ ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"