ეგვიპტეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა

ეგვიპტეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა

ეგვიპტეში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, "Al Arabiya"-ის ინფორმაციით, საუბარია 200 გარდაცვლილსა და 130 დაშავებულზე. არსებული ინფორმაციით, ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე სუფისტურ მეჩეში პარასკევის ტრადიციული ლოცვის დროს ტერორისტები მეჩეთში შეიჭრნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს იმ ადამიანთა მისამართით, რომლებიც მეჩეთიდან გამორბოდნენ.

ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ჩრდილოეთ სინაის პროვინციის ქალაქ ბირ ალ-აბედში მდებარე მეჩეთზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უწყების განცხადებაში არნიშნულია, რომ საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ. სამინისტრო იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება მსოფლიოში ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ეგვიპტელ ხალხს და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"