აშშ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

აშშ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

აშშ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. რუსული სააგენტობის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს რუსეთისა და ევრაზიული რეგიონის საქმეების დირექტორმა, მაიკლ მაკფოლიმ ვაშინგტონის პიტერსონის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.

"დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს. ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ ამბიციური პროგრამა გვქონდა, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა პუტინმა რუსეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადა, თუმცა ამან არ იმუშავა. ჩვენ გვაქვს მოქმედების გეგმა, რომელიც საბაჟო კავშირის შექმნას უკავშირდება", - აცხადებს მაიკლ მაკფოლი.

მსოფლიო სავაჭრო ოორგანიზაციაში რუსეთი 1993 წლიდან ცდილობს გაწევრიანებას. საერთოდ, ორგანიზაციასთან მიერთების პროცედურას 5-7 წელს სჭირდება, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში ეს პროცედურა სხვადასხვა მიზეზთა გამო გაჭიანურდა. 2009 წლის ივნისში რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსის მთავრობებმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეატყობინეს, რომ სამივე ქვეყანას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანება ერთიანი საბაჟო კავშირის სახით სურს.

მაკფოლიმ აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიალოგი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რაც მიუთითებს, რომ რუსეთს სურს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება.

აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები მაღალ დონეზე გაიმართა, კერძოდ, ვაშინგტონში იმყოფებოდა რუსეთის ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი, რომელსაც შეხვედრა ჰქონდა ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტ ობამას მრჩეველ ლარი სამერსთან.

მაკფოლის განმარტებით, რუსეთის დელეგაცია დარწმუნდა, რომ აშშ-ს კარგად ესმის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მოსკოვის გაწევრიანების სწრაფვა და ისიც, რომ ამ ორგანიზაციაში რუსეთის საბაჟო კავშირის სახით გაწევრიანება რუსეთში ამერიკულ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ