"ისლამური სახელმწიფო" საშობაოდ ინგლისს, საფრანგეთსა და გერმანიას ემუქრება

"ისლამური სახელმწიფო" საშობაოდ ინგლისს, საფრანგეთსა და გერმანიას ემუქრება

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმებით იმუქრება. "Daily Mail"-ის ინფორმაციით, ქსელში დაჯგუფების მომხრეთა შორის შესაბამისი სურათები და პლაკატები გავრცელდა.

კონკრეტულად, "ბოევიკებმა" მესენჯერის საშუალებით გაავრცელეს გამოსახულება, რომელზეც ჩანს, რომ სანტა კლაუსს შავ სამოში ჩაცმული ფიგურა დაჰყურებს, რომელზეც წარწერილია: "მალე თქვენს დღესასწაულებზე", რომლებიც დაწერილია ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.

ტერორისტებმა, ასევე, გაავრცელეს ფოტოები, რომლებიც ეიფელის კოშკიდან არის გადაღებული, რომლის წინა პლანზე გამოსახულია სისხლიანი ხელი, რომელსაც დანა უკავია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"