5-წლიანი სასამართლო პროცესი დასრულდა - 790-მდე ადამიანის წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულ 29 ყოფილ სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

5-წლიანი სასამართლო პროცესი დასრულდა - 790-მდე ადამიანის წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულ 29 ყოფილ სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

არგენტინის ისტორიაში უმსხვილესი პროცესის ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებულ 48 ყოფილ სამხედროს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიესაჯა. 29 მათგანს სამუდამო პატიმრობა, 19-ს კი 8-დან 25 წლამდე პატიმრობა ელით. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.

ბუენოს-აირესის სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები დამნაშავედ ადამიანთა გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში ცნეს.

ყოფილ სამხედროებს 1976-1983 წლებში, არგენტინაში სამოქალაქო-სამხედრო დიქტატურის პერიოდში 789 ადამიანის მკვლელობას ედავებიან. კიდევ 6 ბრალდებული, მათ შორის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ხუან ალემანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

სასამართლო პროცესი ხუთი წელი გრძელდებოდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"