როგორ გამოყავთ დაკავებული მიხეილ სააკაშვილი შენობიდან

როგორ გამოყავთ დაკავებული მიხეილ სააკაშვილი შენობიდან

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმ შენობიდან გამოიყვანეს, რომლის სახურავზეც პოლიტიკოსი თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

სააკაშვილი დაკავებულია. ის სპეცდანიშნულების რაზმმა სახლიდან გამოიყვანა და მიკროავტობუსში ჩასვა. სახლთან ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი.

მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა იმ სახლში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა, ჩხრეკა ჩაატარა.

იქამდე სააკაშვილმა შენობის სახურავიდან მხარდამჭერებს მიმართა, არ მისცენ პოროშენკოს უფლება, პუტინის ბრძანებით გაიტაცონ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებს. საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება.

ფოტოები: unian.net

იხილეთ ვიდეო: როგორ გამოყავს დაკავებული მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმს შენობიდა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"