როგორ დააკავა სპეცრაზმმა სახურავზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი - ვრცელდება პირველი კადრები

როგორ დააკავა სპეცრაზმმა სახურავზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი - ვრცელდება პირველი კადრები

უკრაინულ მედიაში ვრცელდება პირველი ფოტოები, რომელზეც ასახულია, როგორ დააკავეს სახურავზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი. lb.ua-ს ინფორმაციით, გავრცელებულ კადრებზე ჩანს, როგორ აიყვანეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც კიევში, კოსტელნის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე იდგა და იქედან მიმართავდა მხარდამჭერებს.

ვიდეო: სპეცრაზმს სააკაშვილი გამოჰყავს - სახურავზე დაკავების კადრები

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმ შენობიდან გამოიყვანეს, რომლის სახურავზეც პოლიტიკოსი თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმმა სახლიდან გამოიყვანა და მიკროავტობუსში ჩასვა. სახლთან ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.

მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა იმ სახლში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა, ჩხრეკა ჩაატარა. რა დროსაც სააკაშვილი შენობის სახურავზე იმყოფებოდა და მხარდამჭერებს მიმართავდა, არ მიეცათ პოროშენკოსთვის უფლება, პუტინის ბრძანებით გაიტაცებინათ ის.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებს. საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება.

იხილეთ ვიდეო: როგორ უწევს წინააღმდეგობას სააკაშვილი სპეცრაზმს სახურავზე დაკავებისას - ყველაზე მძაფრი მომენტის ამსახველი კადრები

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"