The Independent : საქართველოს ექსპრეზიდენტი დილას სახლის სახურავზე გამოჩნდა და გადმოხტომით დაიმუქრა

The Independent : საქართველოს ექსპრეზიდენტი დილას სახლის სახურავზე გამოჩნდა და გადმოხტომით დაიმუქრა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით კიევში სახლის სახურავზე გამოჩნდა, შემდეგ კი გადმოხტომით დაიმუქრა, ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent წერს.

გამოცემა დავით საყვარელიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სამართალდამცველები სააკაშვილის სახლში ადგილობრივი დროით 7 საათზე მივიდნენ, სცადეს სახლის კარი შეემტვრიათ და ოდესის ყოფილი გუბერნატორი დაეკავებინათ.

„ინდეფენდენთი“ წერს, რომ სააკაშვილი სახურავზე ავიდა, სახლის წინ კი მისი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.

„ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ კონფლიქტშია უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან. ქართველი პოლიტიკოსის ორგანიზებით 3 დეკემბერს კიევში ოპოზიციური მარში გაიმართა,“ - წერს „ინდეფენდენთი“.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"