კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
10:55 / 07-12-2017
გაიხანგრძლივებს თუ არა ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობას კიდევ 6 წლით?
ძნელია, რუსეთში ახლა არსებულ ვითარებას არასტანდარტული ვუწოდოთ; ვერც იმის თქმა იქნებოდა სამართლიანი, რომ რუსული საზოგადოება სუნთქვაშეკრული ელოდა მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, - იყრიდა თუ არა კენჭს ვლადიმერ პუტინი მეოთხე ვადით. მისი ბოლოდროინდელი ქმედებების მიხედვით, რუსულ მედიას არც კი ეპარებოდა ეჭვი, რომ პუტინი უკვე წინასაარჩევნო კამპანიაზე იყო გადართული...

ერთი სიტყვით, რუსეთის პრეზიდენტმა, 6 დეკემბერს ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ყოფნისას განაცხადა, რომ 2018 წლის მარტის არჩევნებისთვის, მორიგი ექვსწლიანი ვადისთვისაც წამოაყენებს კანდიდატურას... ვლადიმირ პუტინი რუსეთს 2000 წლიდან მართავს, - ხან
პრემიერ-მინისტრის, ხან კი, პრეზიდენტის სავარძლიდან.

მისი პოპულარობა, ხელისუფლების ყველა უწყების კონტროლი, მრავალწლიანი, დაუნდობელი და უმეტეს შემთხვევაში, მისი "მარჯვენა ხელის", რამზან კადიროვის ჩარევით განხორციელებული ზომები, პოლიტიკური ოპონენტების დასასუსტებლად, მას ფაქტობრივად უკვე აძლევს არჩევნებში გამარჯვების გარანტიას. ეს მისი მე-4 საპრეზიდენტო ვადა იქნება და რუსეთის მმართველად 2024 წლამდე იქნება.

პუტინმა, ნიჟნი ნოვგოროდიში გამართულ შეხვედრაზე მის მიერ გაკეთებული პოლიტიკური ნაბიჯის მიზეზიც განმარტა, - "გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მინდა ჩემს ქვეყანაში ჩემი ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდეს. რუსეთი უნდა გახდეს უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული..." - აღნიშნა რუსეთის პირველმა პირმა. "მეტი დამაჯერებლობისთვის" მან დარბაზში შეკრებილებსაც ჰკითხა, - დაუჭერენ თუ არა მას მხარს, - რაზეც უპირობო დასტურიც მიიღო... (იხილეთ ვიდეო)

რუსეთის მოსახლეობისგან პროცენტული რაოდენობით ყველაზე დიდი მხარდაჭერა მან, მეორე ვადით კენჭისრყის დროს, 2004 წელს მიიღო, როდესაც ამომრჩეველთა 71%-მა დაუჭირა მხარი... ამის შემდეგ, ის და დმიტრი მედვედევი, მორიგეობით მართავდნენ რუსეთს, - პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სავარძლებიდან, უფრო სწორად, მედვედევი პრეზიდენტის რანგშიც, პუტინის წარმომადგენელი იყო, თუმცა, "რუსულ დემოკრატიას" მაინც შესანიშნავად ერგებოდნენ.

"ჩვენ დიდხანს განვიხილავდით ნეოსტალინიზმის საფრთხეს და სრულიად დამსახურებულად, ბრეჟნევის ხანაში აღმოვჩნდით. პუტინი დიდხანს აჭიანურებდა პასუხს კითხვაზე, - აპირებს თუ რა 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ასე რომ, უკვე ვნახეთ, საკმაოდ ეშმაკური თამაში. რამდენიმე კვირის წინ, სრულიად სერიოზულად განიხილავდნენ დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობას..." - წერს რუსული პრესა.

ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს უნდა ეთხოვათ მისთვის - არ მიეტოვებინა ისინი, თუმცა, რაღაც მომენტში ეს ძალიან სწრაფადაც არ უნდა მომხდარიყო, რათა ყველაფერი უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო... ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა, - პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის ავტორებმა, ერთადერთი პოლიტიკური ენა გამოავლინეს, ის, რომელიც რუსეთში ყველას ესმის, - "მშრომელებთან შეხვედრები", რომელსაც მოქმედმა პრეზიდენტმა თავი ღირსეულად ვერ გაართვა.

ახლა რუსეთში სურათი ასეთია, - ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კანდიდატად რეგისტრირების უფლებას არ აძლევენ, რადგან ის სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია ქონების მითვისების საქმეში, ნასამართლეობის გამო, ადგილობრივი კონსტიტუცია კენჭისყრის უფლება არ აძლევს, რასაც ნავალნი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს სატელევიზიო წამყვანი ქსენია სობჩაკი, რომელმაც რუსული საზოგადოების, განსაკუთრებით უფროსი თაობის მხრიდან წამოსული ირონიისა და რისხვის მიუხედავად, საკმაოდ კარგი რეიტინგის "აკრეფა" შეძლო...

საქმე ის არის, რომ ქვეყანაში არსებული კორუფციული მმართველობის, მძიმე კრიმინოგენული და სოციალური ფონის მიუხედავად, რომელიც სანქციების ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა, ვლადიმირ პუტინს მხარდამჭერები მაინც ჰყავს.

არც ისე დიდი ხნის წინ, ორგანიზაცია "ლავადა ცენტრმა", საზოგადოებრივი განწყობის გასარკვევად, ერთგვარი სიმულაციური ინტერნეტ-გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობას პუტინის გარდა რუსეთის პრეზიდენტად სხვა პოლიტიკოსი არ უნდა. ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ არჩევნებზე წამსვლელი მოქალაქეების 60%, პუტინს მისცემდა ხმას.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
16:07 / 07-12-2017
AKA
4

1917 წელს რ უ ს ე თ ი ხელში ჩაიგდო გერმანიის მიერ დაფინანსებულმა, ა რ ა რ უ ს მ ა, ,,საზოგადოებამ“..

უ ტ ო პ ი უ რ ი იდეებითა და ო ც ნ ე ბ ე ბ ი თ.... .ლენინმა, , ტ რ ო ც კ ი მ, ს ტ ა ლ ი ნ მ ა , ძერჟინსკიმ , და სხვა გარუსებულმა ჯ ა ლ ა თ მ ა; შექმნა ს ა დ ი ს ტ ე ბ ი ს ა და გაუნათლებელ ადამიანების ერთობლიობა К Г Б, რომელიც პ ა ტ რ ი ო ტ მ ო ქ ა ლ ა ქ ე ე ბ ს დაუნდობლად ანადგურებდა ...

მეფის ო ჯ ა ხ ი ს ამოწყვეტის შემდეგ , დიქტატორმა ი ო ს ი ფ სტალინმა - მილიონობით ოჯახი გააუბედურა... და დიდი მსხვერპლით შექმნეს ს ს რკ (ახალი იმპერია ) 100 წლის შემდეგ 2017 წელსაც რუსეთს (რფრ) მართავენ ძირითადად ა რ ა რ უ ს ი ეროვნების მულტიმილიონერები... ვ ო ვ ა პუტინმა, ჯერ პრემიერმინისტრობა იყიდა, შემდეგ პრეზიდენტობაც, და ისე მოეწონა ნეხვივით ზედაპირზე ტივტივი, კიდევ ყიდულობს 6 წლიან პრეზიდენტობას..

სად არიან რ უ ს ე ბ ი ???? - 100 წლის წინ ,როგორც დ ა ა რ ბ ი ე ს და დააძინეს ანტიქრისტე მარქსისტებმა, ისევ ისეთ მდგომარეობაში (ძილსა და შიშში) დარჩნენ!!! უფრო გამდიდრებული , პრეზიდენტობას კიდევ 6 წლით იყიდის...

მაგრად ჰ კ ი დ ი ა ,,ველიკი რუსსკი ნაროდი“ , რომელიც ფარისევლურად უწოდა რ უ ს ე ბ ს ვ ო ვ ა -ს კუმირმა, ღრმად გარუსებულმა ი ო ს ი ფ ს ტ ა ლ ი ნ მ ა... ბოდიში, რომ ო მოკლედ ვერა ვთქვი...

გამოეხმაურე / 0 /
15:08 / 07-12-2017
anzor
0
მემკვიდრედ ხომ არ იცით ვის ასახელებს?
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
კაბინეტში, სადაც მე-7 კლასის მოსწავლეებს რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი უტარდებოდათ, "მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდო
არსებული ინფორმაციით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, სწორედ რუსეთს აფარებს თავს...
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებაზე 7 მილიონ 619 ათასი ლარია გათვალისწინებული
რუსეთში ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით 5 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული
ქალაქის პოლიცია მომხდარს იძიებს
ვაშინგტონი ჯერ კიდევ ცდილობს, ანკარას რუსული იარაღის იმპორტი გადააფიქრებინოს
"სამხრეთ ოსეთის მონდომება სულაც არ ნიშნავს, რომ მოვლენები დრამატულად განვითარდება და რუსეთი ცხინვალის რეგიონს მიიერთებს..."
რაზე ამახვილებს ყურადღებას ამერიკის ხელისუფლება ყოველწლიურ ანგარიშში
"ვისურვებ მოწესრიგდეს ეს საკითხი, ყველა ეკლესიამ პატივი სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
13:57 / 20-01-2018  Image გიორგი ჭანტურიას მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს
+VIDEO ექიმის ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას მამას, ზურაბ ჭანტურიას გულის არეში ტკივილი და მაღალი წნევა აღენიშნება
13:53 / 20-01-2018  Image ფოთში ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა
ნაზი მარშავა მარტოხელა იყო და ტაბიძის ქუჩაზე , დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა
12:00 / 08-11-2017  Image ტრამპის 1 წელი - რა მიიღო მსოფლიომ და საქართველომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან?
უცხოეთის მიმომხილველის კახა დგებუაძის ანალიზი
09:53 / 20-01-2018  Image რა შემთხვევაში კეთდება ინჰალაცია და როგორ უნდა მიაჩვიოთ ბავშვი პროცედურას - ექიმის რეკომენდაცია
აპარატში მოთავსების წინ ყურადღებით გადაამოწმეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის დოზა
19:50 / 19-01-2018  Image როგორ განთავსდა 36 კვადრატულ მეტრში 5 ოთახი
მეგაპოლისების მაცხოვრებელთა რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49