ღაზას ქუჩებში ისრაელის დროშებს წვავენ - ჰამასი მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება

ღაზას ქუჩებში ისრაელის დროშებს წვავენ - ჰამასი მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება

ღაზას სექტორში ასობით პალესტინელი დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას აპროტესტებს. აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავა.

ღაზას ქუჩებში მოეწყო დემონსტრაციები, რომლის ორგანიზატორები სხვადასხვა ფრაქცია და სამხედრო დაჯგუფება იყო. პროტესტანტებმა ისრაელის და აშშ-ს დროშები დაწვეს.

ჰამასმა, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, უკვე დააანონსა საპროტესტო აქციები, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. ჰამასს აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

პალესტინის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება "ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესს ჩაშლის".

ტრამპის გადაწყვეტილებას გმობს საუდის არაბეთიც. სამეფოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის სვლა "გაუმართლებელი და უპასუხისმგებლოა".

განცხადება დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

"მოვიდა დრო, იერუსალიმი ოფიციალურად იყოს აღიარებული ისრაელის დედაქალაქად", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მან ასევე განკარგულება მისცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომზადების თაობაზე.

"იერუსალიმი იყო და უნდა დარჩეს ის ადგილი, სადაც ებრაელები გოდების კედელთან, მუსლიმები "ალ-აქსას" მეჩეთთან, ხოლო ქრისტიანები ქრისტეს საფლავის ტაძარში ლოცულობენ. მაგრამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. ეს ფაქტია და ის უნდა ვაღიაროთ. რასაც მე ვაკეთებ", - განაცხადა ტრამპმა.

მომზადებულია washingtonpost.com-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"