კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
10:47 / 07-12-2017
ცხოვრება "სიკვდილის ზონასთან" - ებრაელი ბავშვების ბომბსაფარში გატარებული ბავშვობა
ისრაელის სოფლები, რომელიც ღაზას სექტორის საზღვართან მდებარეობს, მუდმივად თავდასხმის მოლოდინშია. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან ნეტივ ჰასარას მხოლოდ ბეტონის მაღალი კედელი ჰყოფს. პალესტინელების ლოცვის ხმა სოფელში მკაფიოდ ისმის, კედლის მიღმა ჰამასის მებრძოლებს წვრთნიან.

ნეტივ ჰასარას მცხოვრებლებმა კედლის გასალამაზებლად კერამიკის პატარა, ჭრელი ფილები დაამზადეს, კედელზე რამდენიმე ენაზე წერია სიტყვა "მშვიდობა".



ადგილობრივი ფერმერი, ჰილა ფენლონი 40 წლისაა, მას ორი შვილი ჰყავს. ჰილა იხსენებს, რომ გემრიელი ჰუმუსის დასაგემოვნებლად ბავშვობაში მშობლებთან ერთად მიდიოდა ღაზას სექტორში, პალესტინელებს კი - ისრაელში მასპინძლობდნენ.
თანამედროვე ებრაელი ბავშვებისთვის ღაზა ახლა "სიკვდილის ზონაა".



რაკეტები ნეტივ ჰასარაში ხშირად ცვივა, თუმცა ნაღმის ჩამოვარდნამდე განგაშის სიგნალი ირთვება და მოსახლეობას რამდენიმე წამი აქვს იმისთვის, რომ ბომბსაფარს შეაფაროს თავი. ბომბსაფარი ისრაელის ყველა დასახლებულ პუნქტშია, საზღვრისპირა სოფლებში კი - ყველა სახლში, დაწესებულებაში, სკოლაში, საბავშვო ბაღში, ავტობუსის გაჩერებებზეც კი.

ფსიქოლოგები მუდმივად მუშაობენ ბავშვების ფსიქიკაზე, რადგან განგაშის სიგნალი მათზე მძიმედ მოქმედებს. საზღვრისპირა სოფლებში ბავშვებს ქუჩაში თამაშის საშუალება არ აქვთ, ცხოვრების უმეტეს ნაწილს ბომბსაფრებში ატარებენ, იქ თამაშობენ, სძინავთ და სწავლობენ.
ნეტივ ჰასარაში სათამაშო მოედნები გაუქმებულია, რადგან ღია სივრცეში თავის დაცვა შეუძლებელია.

ჰილა ფენლონი იხსენებს, როგორ ცდილობდა, მცირეწლოვანი შვილებისთვის რაკეტების შიში შეემცირებინა. მისთვის რთული აღმოჩნდა ბავშვებისთვის ახსნა, რომ ვიღაცას მათი მოკვლა გამიზნულად სურდა, ამიტომ შვილები დაარწმუნა, რომ განგაშის სიგნალის შემდეგ სოფელში რკინის წითელი ჩიტები მოფრინდებოდნენ და თავს სწორედ მათგან იცავდნენ.

სოფელში ჰილას შვილების მსგავსად არცერთ ბავშვს მშვიდად არ სძინავს. მათ რაკეტები, სიგნალები, წითელი ჩიტები ძალიან ხშირად ესიზმრებათ. ფსიქოლოგენის დახმარება კი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ - მათ მშობლებსაც მუდმივად სჭირდებათ.

კითხვაზე – რატომ არ ტოვებს სოფელს, ჰილა ფენლონი ამბობს, რომ ჰამასის მიზანიც სწორედ ეს არის. ფერმერი დარწმუნებულია, რომ "თუ სოფლიდან წავა, ტერორი გაიმარჯვებს, მოსახლეობა კი – დამარცხდება" :

"ალბათ, ძალიან გულუბრყვილო ვარ, მაგრამ მე მაქვს იმედი…"-ამბობს ჰილა.



ღაზას სექტორის ქუჩებში ამ წუთებში საპროტესტო აქციები გრძელდება, პალესტინელები აშშ-ს მიერ იერუსალიმის დედაქალაქად აღიარებას აპროტესტებენ. მათ დაწვეს ირაელისა და აშშ-ს დროშები, ჰამასმა მომდევნო მანიფესტაციებიც დააანონსა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აშშ-ის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანას 1995 წელს კონგრესმა მხარი დაუჭირა, თუმცა პროცესი მას შემდეგ მოყოლებული ტრამპის პრეზიდენტობამდე წინ არ წასულა. 

თინათინ კაკიაშვილი
AMBEBI.GE
კომენტარი ჯერ არ დამატებულა
მსგავსი სიახლეები
თეთრი სახლი - "გაეროს უარყოფითი რეზოლუციის მიუხედავად, საელჩოს მაინც იერუსალიმში გადავიტანთ..."
ქალისთვის ეს მეცხრამეტე მშობიარობა იყო, წინა ჯერზე მან ტყუპები გააჩინა
გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰელიმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, ვინც გაეროს გენერალური
"მას შეუძლია ასეთი მოლოდინები სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეინარჩუნოს"
"აშშ-ის გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობის და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების საშიში დარღვევაა"
ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა 7 დეკემბერს აგორდა
1990 წელს ისევ იყო მცდელობა, რომ იერუსალიმს სახელმწიფო ავტონომია მიეღო
აღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეა და სამარიას რიგ ქალაქებში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
13:57 / 20-01-2018  Image გიორგი ჭანტურიას მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს
+VIDEO ექიმის ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას მამას, ზურაბ ჭანტურიას გულის არეში ტკივილი და მაღალი წნევა აღენიშნება
13:53 / 20-01-2018  Image ფოთში ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა
ნაზი მარშავა მარტოხელა იყო და ტაბიძის ქუჩაზე , დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა
12:00 / 08-11-2017  Image ტრამპის 1 წელი - რა მიიღო მსოფლიომ და საქართველომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან?
უცხოეთის მიმომხილველის კახა დგებუაძის ანალიზი
09:53 / 20-01-2018  Image რა შემთხვევაში კეთდება ინჰალაცია და როგორ უნდა მიაჩვიოთ ბავშვი პროცედურას - ექიმის რეკომენდაცია
აპარატში მოთავსების წინ ყურადღებით გადაამოწმეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის დოზა
19:50 / 19-01-2018  Image როგორ განთავსდა 36 კვადრატულ მეტრში 5 ოთახი
მეგაპოლისების მაცხოვრებელთა რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49