კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
12:31 / 07-12-2017
ტყის მასშტაბური ხანძარი კალიფორნიაში - საქართველოს საკონსულო განცხადებას ავრცელებს
ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო კალიფორნიის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

”კალიფორნიის შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ადგილობრივი ხელისუფლება გუშინდელი დღიდან აცხადებს საევაკუაციო გეგმებს. კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გთხოვთ შეასრულოთ ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებები. საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ Red Cross-ის ცხელ ხაზს - 866-272-2237 ან დაგვიკავშირდით გენერალურ საკონსულოს Facebook გვერდზე ან შემდეგ ტელეფონზე 212-922-1722.

ადგილზე არსებული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ შემდეგ
ვებ გვერდზე. http://emergency.lacity.org/skirball-fire”, - ნათქვამია განცხადებაში.

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიებს მიაღწია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის 24-საათიანი მუშაობის მიუხედავად, ცეცხლი სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება.

სტიქიის დაწყებიდან დღემდე უსაფრთხოების მიზნით 200 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
13:19 / 16-12-2017  Image ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
საქართველოს მთავრობამ ევროპის ადამიანის უფლება კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია
23:28 / 15-12-2017  Image როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე
+PHOTO ნაძვის ხე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად აანთო
11:12 / 16-12-2017  Image ზურა შევარდნაძე ქალიშვილის მამა გახდა
ახალბედა მამა მილოცვებს მეგობრებისგან სოციალურ ქსელშიც იღებს
12:50 / 16-12-2017  Image ღვინის ბრმა დეგუსტაცია ნაძვის ხის საზეიმო გახსნაზე
სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 23 სახეობის ღვინო
11:34 / 16-12-2017  Image რეალურად, სად არის გადაღებული უხამსი საახალწლო განათებები, რომელიც მთელს "ფეისბუქს" ბათუმში ეგონა
"ბათუმი რა კარგად გაუნათებიათ, ნატაშების მოსაზიდად არის ეტყობა"

პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49