კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
14:28 / 07-12-2017
"მის წინასაარჩევნო კამპანიაში, მნიშვნელოვანი ებრაული კაპიტალი ჩაიდო..." - რა შეიძლება მოჰყვეს ტრამპის გადაწყვეტილებას?
ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეძლო მსოფლიოს გაოცება - დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რითაც, კიდევ ერთი საარჩევნო დაპირება შეასრულა. არსებული ინფორმაციით, მან ამერიკის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის განკარგულებაც გასცა....

აღნიშნულ ფაქტს უკვე ზეიმობენ ისრაელში, - ხელისუფლებამ ტრამპის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და ზეიმიც დაიწყო, რადგან ებრაელებისთვის იერუსალიმი ისრაელის განუყოფელი ნაწილად მიიჩნევა, რომელიც ჯერ კიდევ 3000 წლის წინ მეფე დავითის სამთავრობო ქალაქი იყო.

ამერიკის ლიდერის გადაწყვეტილებას, არაბული სამყაროს მხრი
დან კატეგორიული შეფასბებეი მოჰყვა, მათ ტრამპის გადაწყვეტილება სასტიკად დაგმეს. ბეთლემსა და ღაზაში ტრამპის ფოტოები და ამერიკული დროშა დაწვეს. რადიკალური, ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" ტერაქტებით იმუქრება. მათ თავიანთ მხარდამჭერებს აჯანყებისკენ მოუწოდეს...

რა გაგრძელება მოჰყვება ამერიკის ლიდერის გადაწყვეტილებას - ამის შესახებ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ბადრი ნაჭყებია საუბრობს:

- ეს თემა 20 წელზე მეტია ამერიკის ისტებლეშმენტში განიხილება, ჯერ კიდევ ბუში უფროსის დროს საუბრობდნენ ამაზე, მას შემდეგ, რაც ისრაელმა იერუსალიმი თავის ერთიან და განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა. ტრამპის მხრიდან შეუვალობის გამოვლინებაა, საელჩოს იერუსალიმში გადატანა, რაც საკმაოდ სახიფათო თამაშს წარმოადგენს, ვგულისხმობ იმას, რომ ის თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. რაც შეეხება გაეროს რეზოლუციას, - მის საფუძველზე, 1947 წელს ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა მაშინ, არადა, თითქოს, არაბული, პალესტინის სახელმწიფო უნდა შექმნილიყო და ეს პრობლემა ახლაც არ არის გადაწყვეტილი...

ასე თუ ისე, ღაზას სექტორისგან განსხვავებით, პალესტინის ავტონომიას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც უკვე მიღებულია პროდასავლურ პერსონად. ტრამპი კი, ამ განცხადებით, ღაზის ადმინისტრაციას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს და არც ის არის გამორიცხული, რომ პალესტინის ავტონომიის პროდასავლური დემოკრატიული ხელმძღვანელობაც ჩავარდეს ცუდ მდგომარეობაში, რადგან რადიკალისტი ლიდერების საკმაოდ სერიოზული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს. საინტერესოა, რა გეგმა აქვს მოფიქრებული ამ აგრესიის პასუხად ტრამპს, თუმცა, აუცილებლად ექნება მოფიქრებული.

- არაბული ქვეყნებისგან უკვე წამოვიდა მუქარა...
- დიახ, ეს მოსალოდნელიც იყო, რომ არაბული და მუსლიმური ქვეყნები, უარყოფითად შეხვდებოდნენ, თურქეთმაც გაავრცელა რეკომენდაცია, რომ ეს ნაჩქარევია და ტრამპმა უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება. თუმცა, ტრამპი არ ტოვებს დამთმობის შთაბეჭდილებას... მე მგონია ის სიფრთხილე, რომელსაც ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი ამ თემის მიმართ იჩენდნენ, გამართლებული იყო.

შესაძლოა, ამას სიტუაციის იმაზე მეტად გამწვავება მოჰყვეს, ვიდრე ახლა შეიძლება წარმოვიდგინოთ, რადგან ახლო აღმოსავლეთში ისედაც გამწვავებულია სიტუაცია. მაგალითისთვის, შესაძლოა, რადიკალურმა ტერიროსტულმა ორგანიზაციებმა ტერორისტული აქტები წამოიწყონ, ღაზას სექტორიდან განახლდეს კუსტარულად დამზადებული სარაკეტო იერიში...

- ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა ხელს აძლევს დონალდ ტრამპს ამ თემის გააქტიურება?
- ტრამპი წარმოადგენს სხვადასხვა ებრაელურ ძალებს, ამერიკაში კი, ებრაული ლობი განსაკუთრებით ძლიერია, რომელთანაც ის საკმაოდ დაახლოებულია. მისი სიძეა კუშნერი, მისი ქალიშვილი ებრაული ტრადიციებით მოინათლა და ივანკა ტრამპი მათ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილობს. ეჭვს არ იწვევს, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვანი ებრაული კაპიტალია ჩადებული იმ ამერიკელი-ებრალების მხრიდან, რომელთაც პალესტინის მიმართ რადიკალური დამოკიდებულება აქვთ.

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი კი ვარაუდობს, რომ დიდი ომის საფრთხე რიგი ფაქტორების გამო გამორიცხულია, თუმცა ისრაელისა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობები სერიოზულად გადაიხედება.

"საფრთხეები შეიძლება ის იყოს, რომ ახლო აღმოსავლეთში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობები გაძლიერდება. გარკვეული ტერორისტული რადიკალური ჯგუფებისთვის შეიძლება ეს იყოს სიგნალი, რომ შეტევები განახორციელოს როგორც შეერთებულ შტატებზე, ისე მის დიპლომატიურ ან სამხედრო წარმომადგენლობებზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ამავე დროს შეიძლება ისრაელთან არსებული ურთიერთობების გადახედვა მოხდეს. მაგალითად, თურქეთ-ისრაელის. ერდოღანმა როგორც აღნიშნა, დიპლომატიური ურთიერთობებიც კი შეიძლება გაწყვიტოს ისრაელთან. ამ შემთხვევაში ისრაელისთვის ეს არც თუ ისე მეორეხარისხოვანი იქნება, რადგან თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა რეგიონში, ვისთანაც მეტ-ნაკლებად ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.

შეიარაღებული კონფლიქტის და დიდი ომის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს, რადგან ამ შემთხვევაში რეგიონში მთავარი დაპირისპირებული აქტორები კვლავ არიან ირანი და საუდის არაბეთი. ამ ქვეყნებს ისრაელთან მართალია, ცუდი ურთიერთობა აქვთ, თუმცა მესამე ქვეყანასთან საბრძოლველად მათი გაერთიანება ნაკლებად წარმოსადგენია," - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.

აღმოსავლეთმცოდნე ევროპისა და მათ შორის საქართველოს პოზიციაზეც საუბრობს. "აშშ იერუსალიმს დიდი ხანია აღიარებს, თუმცა ამის სისრულეში მოყვანა ახლა იწყება. ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამას პირდებოდა ებრაულ თემს და ახლა დაპირებების შესრულების დრო მოვიდა. ევროპის დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხზე არის სტატუს-კვოს შენარჩუნება, ანუ ის, რომ თელავივი იყოს ისრაელის დედაქალაქი და არა იერუსალიმი. საქართველოც ისრაელის დედაქალაქად თელავივს აღიარებს. საქართველო ამ შემთხვევაში არ იზირებს ამერიკის პოზიციას," - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
12:54 / 08-12-2017
შალვა
0
ვერაფრით ვერ ვხვდები, სხვა ქვეყანამ როგორ უნდა აღიაროს კონკრეტული ქვეყნის დედაქალაქი. სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის აღიარება გამიგია, მაგრამ დედაქალაქის აღიარება რას ნიშნავს, ვინმემ ხომ შეიძლება ახსნას?
11:16 / 08-12-2017
დავით123
1
ინვესტიცია და ტრამპი არაფერ შუაშია, საიდან მოგყავთ ეს "ექსპერტები". ყველამ იცის, რომ მსოფლიოს ებრაელები მართავენ. არავინ ეკითხება ტრამპს აღიარებას, რასაც კარნახობენ იმას ამბობს. რადგან დადგა ბოლო ჟამი და მოვიდა ანტიქრისტეს გამეფების დრო, საჭიროა ალ-აქსას მეჩეთი დაინგრეს და მის ადგილას აშენდეს სოლომონის ტაძარი, სადაც მეფედ აკურთხებენ ანტიქრისტეს. ამიტომ ეს "აღიარების" პროცესი ემსახურება არეულობას, რომ მეჩეთი დაინგრეს რაც შეიძლება მალე და სოლომონის ტაძარი აღდგეს. ეს იმათ გასაგონათ ვისაც ტრამპი კაი ბიჭად ეჩვენება და ჰგონიათ, რომ"ლგბტ" საზოგადოებას ებრძვის და ქრისტიანებს იცავს (ქრისტიანი ბევრია, მართლმადიდებელი ქრისტიანი ცოტა). ეს ყველაფერი ფარია მხოლოდ. ასე რომ ჩემო ძვირფასებო სანამ დროა ვიაროთ ტაძარში მოვინანიოთ ცოდვები და ვეზიაროთ, ნურც პუტინის და ნურც ტრამპის იმედი ნუ გვექნება დაიჯერეთ. უარესი ცხოვრება გველის და უფლის ტაძრის, აღსარების და ზიარების გარეშე ვერავინ ვერ გადავრჩებით.
მსგავსი სიახლეები
ის 71 წლისაა და ჯერჯერობით არცერთი სამედიცინო კვლევის შედეგი არ გაუსაჯაროებია
1990 წელს ისევ იყო მცდელობა, რომ იერუსალიმს სახელმწიფო ავტონომია მიეღო
„ოდესმე გინახავთ, რომ ტრამპი ვაშლს, მსხალს ან ბოსტნეულს ჭამდეს?!" - ტრამპის მეტყველებამ სოცქსელები აალაპარაკა
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს
ღაზას ქუჩებში მოეწყო დემონსტრაციები, რომლის ორგანიზატორები სხვადასხვა ფრაქცია და სამხედრო დაჯგუფება იყო
"მოვიდა დრო, იერუსალიმი ოფიციალურად იყოს აღიარებული ისრაელის დედაქალაქად"
"ეკონომიკა ყვავის და იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე რომელიმე სხვა პრეზიდენტმა ათი თვის განმავლობაში"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49