კიევში, პარლამენტის შენობის წინ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის აქტივისტები აქციას განაგრძობენ. კონსტიტუციის მოედანზე პარტია "ბატკივშინას" მხარდამჭერებიც იმყოფებიან. ეროვნული პოლიციისა და ეროვნული გვარდიის თანამშრომლებმა გააძლიერეს წესრიგის დაცვა. მათ გადაკეტეს პარლამენტში ერთ-ერთი შესასვლელი.
როგორც ადგილიდან ტელეარხ NewsOne-ის კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეებმა მას განუცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ავად გახდა.
აღსანიშნავია, რომ გასულმა ღამემ კარვების ქალაქში მშვიდად ჩაიარა და ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია.