სააკაშვილი სასტუმრო "კიევში" შესვლას ცდილობდა, რათა ვინმეს ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა ის სასტუმროში არ შეუშვეს - უკრაინელი დეპუტატი

სააკაშვილი სასტუმრო "კიევში" შესვლას ცდილობდა, რათა ვინმეს ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა ის სასტუმროში არ შეუშვეს - უკრაინელი დეპუტატი

მიხეილ სააკაშვილი ძებნაშია. მან შემოიკრიბა "ბოევიკები", ხოლო პოლიცია პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მკვეთრი ქმედებების განხორციელებისგან თავს იკავებს, - ამის შესახებ "სახალხო ფრონტის" დეპუტატმა და უკრაინის შს სამინისტროს კოლეგიის წევრმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.

"სააკაშვილის ყველაზე დიდი სურვილია სისხლი დაიღვაროს, რათა აჩვენოს, რომ მას და მის მომხრეებს სცემენ. ჩვენ მას ასეთ ვარიანტებს არ მივცემთ. ახლა სააკაშვილი კარვების ქალაქშია, იქედან არ გამოდის. მან ქართველი ხალხი მოატყუა, რომელმაც ის გამოაგდო, მაგრამ, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა პოროშენკომ მას მოქალაქეობა მისცა, რაც დიდი შეცდომა იყო", - განაცხადა ანტონ გერაშენკომ.

მისი თქმით, სააკაშვილი სასტუმრო "კიევში" შესვლას ცდილობდა, რათა ვინმესთან ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა ის სასტუმროში არ შეუშვეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"