კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
19:44 / 07-12-2017
რო­ცა მთე­ლი ამე­რი­კა სახ­ლებს სან­თ­ლე­ბით ინა­თებ­და, ის ამ­ბობ­და: "მო­მა­ვა­ლი ნავ­თობს ეკუთ­ვ­ნის!" - მსოფლიოს პირველი მილიარდერის პორ­ტ­რე­ტი
ჯონ როკ­ფე­ლე­რი სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში იჯ­და და ბირ­ჟის სი­ახ­ლე­ებს ეც­ნო­ბო­და. უცებ, კა­რი გა­ი­ღო და ოთახ­ში სი­ხა­რუ­ლის ყი­ჟი­ნით, მი­სი უმ­ც­რო­სი ვა­ჟი შე­მო­იჭ­რა. მან მუშ­ტი გახ­ს­ნა და მა­მას ხე­ლის­გულ­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლი ხუ­თი მკვდა­რი ბუ­ზი უჩ­ვე­ნა. კმა­ყო­ფილ­მა მშო­ბელ­მა მას შე­პი­რე­ბუ­ლი ათი ცენ­ტი ჩა­უთ­ვა­ლა (ო­რი ცენ­ტი ყო­ველ ბუზ­ზე) და თავ­ზე ხე­ლი გა­და­უს­ვა. - რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ მას მემ­კ­ვიდ­რე­ე­ბი ეზ­რ­დე­ბა! ის მათ თა­ვის იმ­პე­რი­ას გა­და­ა­ბა­რებს, რო­მელ­საც ნა­წილ-ნა­წილ, არა­ერ­თი წლის მან­ძილ­ზე აკო­წი­წებ­და, მაგ­რამ გახ­დე­ბი­ან ისი­ნი ისე­თე­ბი, რო­გო­რიც თვი­თონ იყო - ჟი­ნი­ა­ნი, შე­უ­პო­ვა­რი და
გამ­ჭ­რი­ა­ხი? ევო­ლუ­ცი­ის კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, შვი­ლე­ბი წე­სით, მშობ­ლებს უნ­და ჰგავ­დ­ნენ, მაგ­რამ თვი­თონ ოდეს­ღაც და­ი­ფი­ცა, რომ არას­დ­როს იქ­ნე­ბო­და დედ-მა­მის მსგავ­სი.

ბავ­შ­ვო­ბა
მა­მა თით­ქ­მის არ უნა­ხავს. უილი­ამ როკ­ფე­ლე­რი მუდ­მი­ვად რა­ღაც აფე­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვით, ხა­ნაც - "ჯა­დოს­ნუ­რი ელექ­სი­რე­ბის" გა­სა­ღე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მას ოჯა­ხი სუ­ლაც არ ანაღ­ვ­ლებ­და. ფულს იოლად შო­უ­ლობ­და, მაგ­რამ ასე­ვე იოლად ხარ­ჯავ­და. მი­სი მომ­ლო­დი­ნე ექ­ვ­სი შვი­ლი არც ახ­სოვ­და.

პა­ტა­რა ჯონ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, რომ ასე და­უ­დევ­რად არას­დ­როს მო­იქ­ცე­ო­და. თუმ­ცა, მა­მი­ლოს ისე­თი თვი­სე­ბე­ბიც ჰქონ­და, რომ­ლე­ბიც შვილს გა­და­ე­ცა: ამე­რი­კის პრო­ვინ­ცი­ულ ქა­ლა­ქებ­ში მცხოვ­რებ­თა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სპირ­ტი­ან სას­მე­ლებს არ ეკა­რე­ბო­და და ფუ­ლის შოვ­ნის სა­ო­ცა­რი უნა­რით იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ის ფულს აღ­მერ­თებ­და. მო­რი­გი კუ­შის მოხ­ს­ნი­სას, უილი­ა­მი ბან­კ­ნო­ტებს მა­გი­და­ზე ყრი­და, შემ­დეგ კი მოშ­რი­ა­ლე დას­ტებს ჭე­რის­კენ ის­ვ­რი­და და მა­თი ნე­ლი ფარ­ფა­ტით ტკბე­ბო­და. შვილს მა­მის­გან მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბად ერ­თი შე­გო­ნე­ბა დარ­ჩა: "შვი­ლო, ფუ­ლი უნ­და გიყ­ვარ­დეს და ის შე­სა­ბა­მი­სად გი­პა­სუ­ხებს!" - ეს სა­მუ­და­მოდ ჩა­ი­ბეჭ­და ჯო­ნის გო­ნე­ბა­ში.

ელა­ი­ზა უკი­დუ­რე­სად ძუნ­წი ადა­მი­ა­ნი გახ­ლ­დათ. მან იცო­და, რომ ქმრის მო­ტა­ნი­ლი ფუ­ლი მე­ო­რე დღეს კვამ­ლი­ვით გაქ­რე­ბო­და. ჯონს მუ­დამ ახ­სოვ­და, რო­გორ უყ­ვი­რო­და დე­და, რო­ცა შარ­ვალს და­ხევ­და (ტა­ნი­სა­მო­სი ხომ მის და-ძმებ­საც უნ­და ეტა­რე­ბი­ნათ) და ვინ მოს­თ­ვ­ლის, რამ­დენ­ჯერ ურ­ბე­ნია ფეხ­შიშ­ველს იმის გა­მო, რომ ფეხ­საც­მე­ლი ზედ­მე­ტად არ გა­ეც­ვი­თა.
რო­ცა ჯო­ნი დე­დის ამ­გ­ვარ მორ­ჩი­ლე­ბას აკ­ვირ­დე­ბო­და, დას­კ­ვ­ნებს აკე­თებ­და: რა­ტომ უნ­და ელო­დო მი­თურ ბედ­ნი­ე­რე­ბას ზე­ცა­ში, თუ­კი მი­წი­ე­რი ბედ­ნი­ე­რე­ბაც არ­სე­ბობს?.. ჰო­და, თუ კე­თილ­დღე­ო­ბა თა­ვი­სით არ მო­დის, უნ­და წახ­ვი­დე და ის აიღო. და კი­დევ, თუ ფუ­ლი არ გყოფ­ნის, ის კი არ უნ­და და­ზო­გო, არა­მედ მე­ტი უნ­და გა­მო­ი­მუ­შაო!

პირ­ვე­ლი ცენ­ტი

"ყვე­ლა დი­დი გზა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯით იწყე­ბა", - ჯონ როკ­ფე­ლე­რი ამ ჩი­ნუ­რი სიბ­რ­ძ­ნის თა­ვი­სე­ბურ ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას ახ­დენ­და და ამ­ბობ­და: "ყო­ვე­ლი დი­დი კა­პი­ტა­ლი პირ­ვე­ლი ცენ­ტით იწყე­ბა".
რა იდე­ე­ბი აღარ მოს­დი­ო­და პა­ტა­რა ჯონს თა­ვის ნა­თელ გო­ნე­ბა­ში: დე­დის მი­ცე­მუ­ლი ფუ­ლით შა­ქარ­ყი­ნუ­ლის შეკ­ვ­რის ყიდ­ვა, მი­სი პა­ტარ-პა­ტა­რა გრო­ვე­ბად და­ნა­წი­ლე­ბა და ცო­ტა­თი უფ­რო ძვი­რად გა­ყიდ­ვა. ვის­ზე ყიდ­და? - თუნ­დაც, სა­კუ­თარ დებ­ზე. "ა­რა­ფე­რი პი­რა­დუ­ლი, ეს ხომ მხო­ლოდ ბიზ­ნე­სი იყო".
შვი­დი წლი­სა მიხ­ვ­და, რომ შე­ეძ­ლო გა­რე­უ­ლი ინ­და­უ­რე­ბის და­ჭე­რა, მა­თი გა­მოკ­ვე­ბა და მე­ზო­ბე­ლი ფერ­მე­ბის­თ­ვის მი­ყიდ­ვა. თა­ვის ყო­ველ ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ას რვე­ულ­ში იწერ­და; ყო­ველ დო­ლარს ყუ­ლა­ბა­ში ინა­ხავ­და.
უკ­ვე ათი წლი­სა, ცა­რი­ელ-ტა­რი­ე­ლად დარ­ჩე­ნილ მა­მა­საც კი სეს­ხით უმარ­თავ­და ხელს. რა თქმა უნ­და, სესხს თა­ვი­სი პრო­ცენ­ტიც მოჰ­ყ­ვე­ბო­და - "ა­ქაც არა­ფე­რი იყო პი­რა­დუ­ლი...".. განაგრძეთ კითხვა


20:15 / 07-12-2017
none
1
...და, იმ დროიდან მოყოლებული, ჯონის სამშობლო მთელ მსოფლიოს აწიოკებს ნავთობის მითვისების მიზნით.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49