კიევში აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნახავთ

კიევში აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნახავთ

კიევში უმაღლეს რადასთან აქცია გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ოპოზიციის წარმომადგენლები იქ შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ და უკრაინის ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

რადასთან გაშლილ კარვებში აქციის მონაწილეები მუდმივად ცხოვრობენ. კარავშივე უდგათ ღუმელი და შექმნილი აქვთ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები. იქვე არის ბიოტუალეტები აქციის მონაწილეებისთვის.

როგორც აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მათ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნახავთ, თუმცა ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ის რომელიმე კარავში იმყოფება, რადგან კარავს მუდმივად იცვლის.

რადას შენობას სამართალდამცველები იცავენ. აქციის მონაწილეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით და ცხელი სასმელებით.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"