მარიანა პოჩტარი - "დაკავებულია სააკაშვილი - სამართალდამცველები კარვების ქალაქზე შეტევას ახორციელებენ"

მარიანა პოჩტარი - "დაკავებულია სააკაშვილი - სამართალდამცველები კარვების ქალაქზე შეტევას ახორციელებენ"

უკრაინის "ახალი ძალების მოძრაობის" პრესმდივანი მარიანა პოჩტარი საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. მან "უკრაინსკაია პრავდას" განუცხადა, რომ სამართალდამცველები კარვების ქალაქზე შეტევას ახორციელებენ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გამოაქვეყნა.

"დააკავეს მიხეილი! მიჰყავთ უსაფრთხოების სამსახურში ასკოლდოვზე", - წერს საყვარელიძე.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"