"მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული" - უკრაინის გენპროკურორის კომენტარი

 "მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული" - უკრაინის გენპროკურორის კომენტარი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო წერს.

"ძებნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს სააკაშვილის ადგილმდებარეობა კიევში, ოტრადნოის ქუჩაზე და დააკავეს. დაკავებული მოთავსებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში. იგეგმება საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლოსთვის მიმართვა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად. დაპირებისამებრ, ძალოვანებმა ყველაფერი გააკეთეს, ძალისმიერი ქმედებებისა და სისხლის თავიდან ასაცილებლად", - აცხადებს ლუცენკო.

უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. "ახალი ძალების მოძრაობის" ცნობით, უსაფრთხოების სამსახურთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები იკრიბებიან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"