"ის კიევის ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა..." - უკრაინის რადას სახალხო დეპუტატი სააკაშვილის დაკავებაზე

 "ის კიევის ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა..." - უკრაინის რადას სახალხო დეპუტატი სააკაშვილის დაკავებაზე

უკრაინის რადას სახალხო დეპუტატი ანტონ გერაშენკო "თვითერის" პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება. მისი ინფორმაციით, სააკაშვილი ნამდვილად დააკავეს ეროვნული პოლიციის წარმომადგენლებმა კანონის მკაცრი დაცვით.

"ის კიევის ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა. დაკავებისას არავინ დაშავებულა. ახლა სასამართლო 72 საათის განმავლობაში განსაზღვრავს მისთვის აღკვეთის ღონისძიების ზომას", - წერს დეპუტატი.

უკრაინელი სამართალდამცველების მიერ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გაავრცელა. მოგვიანებით ეს ფაქტი უკრაინის "ახალი ძალების მოძრაობის" პრესმდივანმა მარიანა პოჩტარმა დაადასტურა. მისი ინფორმაციით, ამჟამად სამართალდამცველები კარვების ქალაქზე შეტევას ახორციელებენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"