რა ხდება ამ წუთებში წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც სააკაშვილია მოთავსებული

რა ხდება ამ წუთებში წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც სააკაშვილია მოთავსებული

წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, ჟურნალისტები, აქტივისტები და ძალოვნები არიან მობილიზებულნი. ამის შესახებ ჟურნალისტი ტატიანა ვისოცკაია ადილიდან იუწყება.

"ახლა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს, მისი მხარდამჭერები, ჟურნალისტები და ძალოვნები იკრიბებიან. გაცილებით მეტ ნი ძალოვნები არიან", - წერს ჟურნალისტი. ამ დროისთვის იზოლატორის ტერიტორიასთან მიმავალი გზები გადაკეტილია სამართალდამცველების მიერ.

მიხეილ სააკაშვილი დღეს საღამოს, კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მიხეილ სააკაშვილს 72 საათის განმავლობაში აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.

ნახეთ: LIVE: რა ხდება ამ წუთებში კიევში - დაკავებულია მიხეილ სააკაშვილი

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"