"მე მიშა არ "ჩამიშვია" - მიხეილ სააკაშვილი, დაკავების დროს, პოლიციელის სახლში იყო სტუმრად

"მე მიშა არ "ჩამიშვია" - მიხეილ სააკაშვილი, დაკავების დროს, პოლიციელის სახლში იყო სტუმრად

მიხეილ სააკაშვილი ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის სახლში დააკავეს. პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, იური პოკინბოროდამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს. პოლკოვნიკ პოკინბოროდას ინფორმაციით, ის სააკაშვილთან ერთად უნდა დაეკავებინათ, თუმცა გუშინ არ დააკავეს. პოკინბოროდას სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

"კანონის თანახმად, მე მიხეილ სააკაშვილთან ერთად უნდა წავეყვანე წინასწარი დაკავების იზოლატორში, მაგრამ მე არ დამაკავეს. ჩაატარეს ჩხრეკა, გადმომცეს ოქმი ნივთების ამოღების შესახებ, რომელიც ჩემი ბინიდან ამოიღეს, მაგრამ არ დამაკავეს... ვფიქრობ ამით ჩემთვის ფეხის დადება სურთ - უნდათ მე გამომიყვანონ დამნაშავე მის დაკავებაში. შემიძლია ვთქვა ერთი, მე ამ საქმეზე ცალკე ჩავატარებ გამოძიებას და თუ უახლოეს დროში რამე მოხდება, ე.ი მე სწორად მივდივარ ფინიშისკენ. თუ მე ცოცხალს დამტოვებენ, მეორე ეტაპი იქნება ჩემი დაკავება, რომ ჩამკეტონ და გამაშუქონ.

იხილეთ ვიდეომიმართვა

მე მიშა არ "ჩამიშვია", ყველაფერს ვაკეთებდი რომ მაიდანზე დაბრუნებულიყო, მაგრამ იყო მომენტი, როცა ადამიანი ავად გახდა და მას სჭირდებოდა ელემენტარული სამედიცინო დახმარება. ჩვენ არ გვქონდა იმის დრო დავფიქრებულიყავით სად წაგვეყვანა, საავადმყოფოში ვერ წავიყვანდით და მოვიყვანეთ ჩემს სახლში, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ. თუმცა, ვერ შევინახეთ ბოლომდე ეს საიდუმლო, რადგან იმის შესახებ რომ მიშა აქ იყო, რამდენიმე ადამიანმა იცოდა...", - განაცხადა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"