მიხეილ სააკაშვილს იზოლატორში ტანსაცმელი, რვეულები და კალმები მიუტანეს

მიხეილ სააკაშვილს იზოლატორში ტანსაცმელი, რვეულები და კალმები მიუტანეს

უკრაინის რადას დეპუტატებმა იური დერევიანკომ და პაველ ბოგომაზოვმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დროებითი დაკავების იზოლატორში ტანსაცმელი, მედიკამენტები, წიგნები, რვეულები და კალმები მიუტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NEWSONE ავრცელებს.

როგორც უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, უკრაინის უშიშროების სამსახურის დროებითი დაკავების იზოლატორში მიხეილ სააკაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.

"საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. დროებითი დაკავების იზოლატორს ახლა ოთხი ადვოკატი ტოვებს. დაკავებული სააკაშვილი ისვენებს. პროკურორები აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით შინაპატიმრობის შესახებ სასამართლოსადმი შუამდგომლობას ამზადებენ", - დაწერა ლარისა სარგანმა.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"