გადასახლებული სოფლები და ათასობით დახოცილი ადამიანი - გარემოს რადიაციული დაბინძურების გაუხმაურებელი შემთხვევები

გადასახლებული სოფლები და ათასობით დახოცილი ადამიანი - გარემოს რადიაციული დაბინძურების გაუხმაურებელი შემთხვევები

თანამედროვე სისტემების და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების მიუხედავად, პერიოდულად მსოფლიოს სხვადასხვა ატომურ ობიექტზე რადიაციული ავარიები მაინც ხდება. როგორც წესი, მსგავსი ფაქტები დაუდევრობით, გულგრილობით, საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ არასწორედ შესრულებული გათვლებით ან ატომური ობიექტის პროექტირება-მშენებლობისას დაშვებული შეცდომებით არის გამოწვეული.

2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში, გერმანიაში რადიაციული დაცვის ფედერალურმა სამსახურმა ევროპის რამდენიმე ქალაქში ჰაერში რადიაქტიული იზიტოპ რუტენიუმის (Ru-106) დასაშვებზე დიდი დოზა აღმოაჩინა. ორიოდე კვირის შემდეგ იგივე იზოტიპი ფრანგმა სპეციალისტებმაც დააფიქსირეს.

ჰაერის მასების გადაადგილებაზე დაკვირვებით და ქარის მიმართულებების გათვალისწინებით, ევროპელი სპეციალისტების დასკვნით, დიდი რაოდენობით რუტენიუმის გაფრქვევა რუსეთში კერძოთ ჩელიაბინსკის ოლქში მოხდა.

ამ ადგილას 1948 წლიდან საწარმო Маяк-ი ფუნქციონირებს, რომელიც ბირთვული იარაღის კომპონენტებს აწარმოებს და ბირთვული საწვავის ნარჩენების გადამუშავებას ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა სააგენტოებმა Маяк-დან რადიაციული ნივთიერებების გაჟონვის შესაძლებლობა კატეგორიულად უარყვეს, მსგავსი ავარიები საწარმოს ისტორიაში ადრეც მომხდარა. ზოგადად Маяк-ი ყოველთვის დიდი ავარიულობით გამოირჩეოდა. 1953 წლიდან 2000 წლამდე პერიოდში საწარმოს ტერიტორიაზე 25-მდე მსხვილი და მცირე ავარია მოხდა. იყო პერსონალის დაღუპვის და რადიაციული ნივთიერებების ატმოსფეროსა და ნიადაგში გაჟონვის პრეცენდენტები.

ყველაზე მსხვილი - კიშტიმის ავარიის სახელით ცნობილი შემთხვევა 1957 წლის 29 სექტემბერს მოხდა. მაშინ Маяк-ი ისევე როგორც ქალაქი ჩელიაბინსკ-40-ი გასაიდუმლოებული ობიექტი იყო. მწობრიდან გამოსულმა გაგრილების სისტემამ რადიაქტიული ნარჩენების საცავში აფეთქება გამოიწვია. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ 1 მეტრი სისქის და 160 ტ წონის სახურავი საცავს მოაგლიჯა. რადიაქტიული ღრუბელი 1-2 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა.

ავარიიდან 1-12 სთ-ის შემდეგ ქარმა რადიაქტიული ნივთიერებები ეპიცენტრიდან 300-350 კმ-ზე გაავრცელა. დაბინძურებულ ზონაში 217 დასახლებული პუნქტი და მასში მცხოვრები 270 000 ადამიანი მოხვდა. ავარიის ლიკვიდაციისთვის, ეპიცენტრთან ყველაზე ახლო მყოფი 23 სოფელი მთლიანად გადაასახლეს. შენობა-ნაგებობები და პირუტყვი გაანადგურეს. ავარიიდან პირველ 10 დღეში დასხივებისგან 200 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანობაში კიშტიმის ავარიის შედეგად დაზარალებულთა რიცხვმა 250 ათასს ადამიანს მიაღწია. დიდი ხნის განმავლობაში სსრკ-ს ხელისუფლება მალავდა ინფორმაციას კიშტიმის ავარიის შესახებ და რეალურ ციფრებსაც ამახინჯებდა.

1985 წლის 10 აგვისტოს მსხვილი რადიაციული ავარია სსრკ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის ბაზაზე მოხდა. ჩაჟმას ჯურეში ატომურ წყალქვეშა ნავ К-431-ზე რეაქტორის აქტიური ზონის გადატანისას, უსაფრთხოების ნორმების და მსგავსი სამუშაოების ჩატარებისას გაწერილი ტექნოლოგიის უხეშმა დარღვევამ რეაქტორის კორპუსის აფეთქება გამოიწვია. სამუშაოებში მონაწილე 10 ადამიანი მომენტალურად დაიღუპა. რეაქტორის გარეთ გამოფრქვეულმა აქტიურმა ზონამ ძლიერი რადიაციული დაბინძურება განაპირობა. წყალქვეშა ნავში გაჩენილი ხანძრის ჩქარობას 2 სთ დაჭირდა.

წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურობამ ჩიჟმას ყურე საინფორმაციო ბლოკადაში მოაქცია. იმავე დღის საღამოს ყურის მიმდებარე დასახლებულ პუნქტს კავშირი გაუთიშეს. ხელისუფლებას ინფორმაციის გაჟონვის ეშინოდა. ოფიციალური მონაცემებით რადიაციული ავარიის შედეგად დაშავდა 290 ადამიანი. ყველა მათგანმა რადიაციის სხვადასხვა დოზა მიიღო.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"