მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა დროებითი მოთავსების იზოლატორთან გადაინაცვლეს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა დროებითი მოთავსების იზოლატორთან გადაინაცვლეს

კიევში მიმდინარე „იმპიჩმენტის მარშის“ მონაწილეთა ერთი ნაწილი, კრეშატიკზე გამართული აქციის შემდეგ, დიდების მოედანზე მივიდა, სადაც უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

ტერიტორიაზე მისასვლელები პოლიციას გადაკეტილი აქვს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „თავისუფლება მიშას, პოროშენკო ნარზე!“, „მიშა, შენთან ვართ!“ და ა.შ.

დღესვე აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს გადადგომისკენ მოუწოდეს.

„თუ ამ ხელისუფლებას ახლა არ ჩამოვაგდებთ, უკეთესად ცხოვრებას ვერ დავიწყებთ. ჩვენ ყველაფერი გვაქვს ლამაზად ცხოვრებისთვის, ჩვენ მდიდარი ქვეყანა გვაქვს“ - განაცხადეს მიტინგის მონაწილეებმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"