სანდრა რულოვსი - დიდი იმედი გვაქვს, მიშას დღეს ან ხვალ გამოუშვებენ

 სანდრა რულოვსი - დიდი იმედი გვაქვს, მიშას დღეს ან ხვალ გამოუშვებენ

დიდი იმედი გვაქვს, დღეს ან ხვალ გამოუშვებენ და უკრაინის ხელისუფლება მიხვდება, რომ მიშას მხარდაჭერა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაშიც აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" განუცხადა. რულოვსმა კიევში "იმპიჩმენტის მარშში" მიიღო მონაწილეობა.

"დაკავება იყო უკანონო. დაკავების საფუძველი ემყარება სისულელეს, რაც ყველასთვის ნათელია. ხალხი ხვდება, რომ ეს არის უკანონობა. ხალხი ითხოვს არამარტო მიშას გათავისუფლებას, არამედ კორუფციასთან ბრძოლას. მიშას იმიტომ სურს უკრაინაში მუშაობის გაგრძელება, რომ ყველაზე მეტად სწორედ კორუფციის დამარცხება სურს. მიშას როგორი ბრძოლის უნარი აქვს, ყველამ ვიცით. მან პროტესტის უკიდურესი ზომა, შიმშილობა აირჩია, რაზეც ძალიან ვნერვიულობთ, თუმცა საჭიროა, რადგან მარტოა და ეს არის მისი ერთადერთი საშუალება პროტესტის გამოსაცხადებლად. მიშა არის პოლიტპატიმარი. დიდი იმედი გვაქვს, დღეს ან ხვალ გამოუშვებენ და მიხვდებიან, რომ არა მარტო უკრაინაში არის მხარდაჭერა მის გასათავისუფლებლად, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაშიც", - განაცხადა რულოვსმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"