სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა კიევში, მაღაზია "როშენის" ბლოკირება მოახდინეს და ვიტრინები ჩაამსხვრიეს

 სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა კიევში, მაღაზია "როშენის" ბლოკირება მოახდინეს და ვიტრინები ჩაამსხვრიეს

კიევში "იმპიჩმენტის მარშის" მონაწილეებმა, რომლებმაც უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორთან გადაინაცვლეს, დაწესებულების მიმდებარე ქუჩები, ასევე "როშენის" მაღაზიის ბლოკირება განახორციელეს.

უკრაინული მედიის ერთი ნაწილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პროვოკაცია არ მომხდარა. სხვა ინფორმაციით, კი მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მფლობელობაში არსებული "როშენის" მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს. მანამდე კი მაღაზიაში მყოფთა გამოსაყვანად დერეფანი გააკეთეს.

newsone.ua-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში, ადგილზე ვითარება იძაბება. მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ლოზუნგებს სკანდირებენ.

ნახეთ: LIVE: რა ხდება ამ წუთებში კიევში

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"