კიევში "იმპიჩმენტის მარშის" მონაწილეებმა, რომლებმაც უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორთან გადაინაცვლეს, დაწესებულების მიმდებარე ქუჩები, ასევე "როშენის" მაღაზიის ბლოკირება განახორციელეს.
უკრაინული მედიის ერთი ნაწილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პროვოკაცია არ მომხდარა. სხვა ინფორმაციით, კი მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მფლობელობაში არსებული "როშენის" მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს. მანამდე კი მაღაზიაში მყოფთა გამოსაყვანად დერეფანი გააკეთეს.
newsone.ua-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში, ადგილზე ვითარება იძაბება. მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ლოზუნგებს სკანდირებენ.