ნობელის პრემიის მფლობელის ვინაობა ცნობილია

 ნობელის პრემიის მფლობელის ვინაობა ცნობილია

ნობელის პრემიის მფლობელის ვინაობა ცნობილია. პრემია ბირთვული განიარაღების საერთაშორისო კომპანიამ ICAN მიიღო. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

პრემიის გადაცემის ცერემონია ოსლოში დღეს გაიმართა. მისი ოდენობა 9 მილიონი შვედური კრონია, რაც დაახლოებით 900 ათას აშშ დოლარს შეადგენს. პრემია კომპანიის ხელმძღვანელმა ბეატრის ფინმა მათთან ერთად მიიღო, ვინც 1945 წელს ხიროსიმას ბირთვულ დაბომბვას გადაურჩა.

ბეატრის ფინის განცხადებით, მისი კომპანიის მთავარი გზავნილია ის, რომ მსოფლიო არასდროს იქნება უსაფრთხო, ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს.

ნობელის კომიტეტის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაცია დაჯილდოვდა "მუშაობისთვის ყურადღების მისაპყრობად იმასთან დაკავშირებით, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება კატასტროფულ შედეგებს იწვევს" და კომპანიის რევოლუციური ძალისხმევისთვის, ასეთი იარაღი კანონმდებლობის დონეზე აიკრძალოს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"